X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
შავი ვარდი
დაემატა სერია 13
წელი: 2013
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მურატ სარაჩოღლუ
როლებში: ოჯან დენიზი, ეჯე უზლუ, მესუტ აკუსტა, იავუზ ბინგიოლი...

აღწერა:
სერიალის მთავარი გმირი ქალი - ებრუ, მეუღლე და სამი შვილის დედაა. მრავალი წლის მანძილზე, მთელი მისი ცხოვრება ტყუილებზე იყო აგებული. ადრე, თუ გვიან, ტყუილი სიმართლით შეიცვლება, მაგრამ ეს სიმართლე ძალიან ძვირად ღირებული იქნება. ერთხელ, დილით ქალის მეუღლე - მურატი, სხვა ქალაქში გაემგზავრება, ოჯახში დაიბარა, რომ საღამოთი დაბრუნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, უგზო-უკვლოდ გაქრა...
ობოლი ყვავილი
დაემატა სერია 1
წელი: 2015
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სერქან ბიჩიჯი
როლებში: ოზგურ ჩევიკი, იპექ ქარაპინარი, ბირან დამლა ილმაზი, გოქჩე აქილდიზი, ჰაზარ მოთანი, ჩაგლა ირმაქი, ალეინა სოლაქერი, ჯანსუ ფირინჯი, საჯიდე თაშანერი, მეჰმეთ აიქაჩი

აღწერა:
ეილულის რთული ბედი ჰქონდა. ბავშვობაში გაღატაკებულად ცხოვრობდა დასთან, დედასთან და მამინაცვალთან ერთად. ყმაწვილქალობაში გარდამტეხი ასაკის პრობლემები გაიარა. ერთხელაც, მამინაცვალმა სხვა თვალით დაუწყო ყურება მომწიფებულ, ატკვარცალებულ გოგონას. კაცს ეილულიზე დაუფლების ჟინი გაუჩნდა...
ოჯახი
დაემატა სერია 109
წელი: 2018
ჟანრი: დრამა, რომანტიკა
როლებში: ბერკაი ველი, სილა ოზმენ, ემრაჰ აკდუმან....

აღწერა:
ანკარაში მცხოვრები ძალიან მდიდარი ოჯახი დიდ საიდუმლოს ინახავს, ეს საიდუმლო კი სულ რამდენიმე ადამიანმა იცის და მის გამხელას შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს. როგორც ყოველთვის საიდუმლოებები ადრე თუ გვიან მჟღავნდება...
შავი ზღვა გეტყვის
დაემატა სერია 64
წელი: 2018

აღწერა:
ნეფესი უიღბლო სტამბულელი გოგონაა, რომელიც მუდამ ქმრის ტერორში ცხოვრობს. ვედათი მას სცემს, აწამებს და მის ცხოვრებას ყველანაირად ჯოჯოხეთურს ხდის. ერთ დღესაც იგი შვილთან ერთად ქმარს საქართველოში გაექცევა, თუმცა ვედათი მას უკან დაედევნება. გაქცევისას ნეფესი ტაჰირს გაიცნობს, რომელიც გოგოს ყველანაირად ეხმარება. ვედათის სასტიკი შურისძიება მათ ორივეს მოსვენებას არ აძლევს...
ქალი
დაემატა სერია 65
წელი: 2017
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მერვე გირგინი, ნადიმ გუჩი
როლებში: ოზგე ოზპირინჩჯი, ჯარენ ჯინდორუქი, ბენუ ილდირიმლარი, სერაი ქაია, აიჩა ერთურანი, ეჯე ოზდიქიჯი, ქუბრუ სუზგუნი

აღწერა:
სერიალი ქალის მძიმე ხვედრზე მოგვითხრობს, რომელმაც ბედისწერის გადაწყვეტილებით, მშობლების გარეშე დარჩა და ახლა იძულებულია ორი პატარა ბავშვი, მარტომ გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შვილებს ყოველთვის ღიმილით შესცქერის. ის შეჩვეულია ცხოვრების სირთულეებს. ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როც დედამ მიატოვა. ის, მამამ და ბებიამ გაზარდა, რომლებიც რამდენიმე ხნის შემდეგ, გარდაიცვალნენ და ბაჰარი სრულიად მარტო დარჩა. როცა ის ცოლად გაჰყვა სარპს, დიდი იმედი მიეცა, რომ მფარველი გამოუნდა. მასთან ორი შვილი გააჩინა. მაგრამ, ქალს ახლაც უმტყუნა ბედმა - სარპიც მალე გარდაეცვალა... შემდეგ კი - ბაჰარს ბედმა ახალი სიურპრიზი გაუმზადა - საიდანღაც დედამისი გამოჩნდა...
იდეალური დედა
დაემატა სეზონი 2, სერია 23

აღწერა:
სერიალი „იდეალური დედა“ ეხება ყველა ქალს, ვისაც აქვს განცდა, რომ დროს ვერ ანაწილებს; დედებს, რომლებიც ზრდიან შვილებს, ჰყავთ მეგობრები, მუშაობენ.
„იდეალური დედა” ეძღვნება მამაკაცებს, რომელთა უმრავლესობა ვერ აფასებს, რომ გვერდით იდეალური ქალი ჰყავს.
დიდი შესვენება
დაემატა სერია 8

აღწერა:
უბედური შემთხვევის გამო ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება ქაოსური ხდება. ამ შემთხვევის გარშემო ერთიანდებიან წყვილის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. დაპირისპირებული მხარეები ახლობლების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ, საიდანაც მრავალი ჩახლართული ისტორია ვითარდება.
ოქროს გალია
დაემატა სერია 50
წელი: 2005
ჟანრი: ბოევიკი, დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ოსმან სინავი
როლებში: ქენან იმირზალიოღლუ, სელინ დემირატარი, ოგუზ გალელი, ებრუ კოკააგა, ახმეტ ენილმეზი

აღწერა:
მეჰმეტსა და ნერმინს შორის დიდი სიყვარულია, ყოველდღე ისინი უფრო და უფრო მეტს მუშაობენ რათა გაუმკლავდნენ სიღარიბეს, ისინი ოცნებობენ დაქორწილდნენ და იცხოვრონ კარგ სახლში...
აკრძალული სიყვარული
დაემატა სერია 51
წელი: 2008
ჟანრი: რომანტიკული, მელოდრამა, დრამა
რეჟისორი: Hilal Saral
მსახიობები: Beren Saat, Kıvanç Tatlıtuğ, Nebahat Chehre, Nur Aisa, Ilker Kyzmaz, Selcuk Ёntem, Zerrin Tekindor, Batuhan Karacakaya, Rana Jabbar, Baran Akbulut

აღწერა:
ადნანს სამწუხაროდ დაეღუპება ცოლი და საცხოვრებლად ის მშობლებთან სტამბულში გადავა. მას მრავალი ქალი ეპრანჭება და ჰყვარობს, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ქალი შეუყვარდება.
არავინ იცის
დაემატა სერია 23
წელი: 2018
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, მელოდრამა

აღწერა:
სევდა ულამაზესი, ენერგიით აღსასვსე გოგოა, რომელიც პოპულარობაზე ოცნებობს. ალი კი საიდუმლოებებით მოცული წარსულის მატარებელი ბიჭია. ჩვენს წინაშეა მათი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია.
მისამართის გარეშე
დაემატა სერია 17, 18
მოჩვენებითი სიყვარული
დაემატა სერია 13
წელი: 2019
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: სერდარ გიოზელექლი
როლებში: ჩაგლარ ერთუღრული, ბურჯუ ოზბერიქი, ალთან ერქექლი, ნეშე ბაიქენთი, ოზან დაღეზი, ასენა თუგალი, ზეინეპ თუგჩე ბაიათი, თანერ რუმელი, უგურ უზუნელი, ბენიან დიონმეზი

აღწერა:
როგორც ჩანს, მათ საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ... გოგონას, რომელსაც აიშე ჰქვია, გარემოცვაში მეტსახელით - "ცუდი გოგო" მოიხსენიებენ და იმიტომ, რომ ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს. უბრალო წვრილმანზეც კი - ქარიშხალივით დატრიალდება... ვაჟს ქერემი ჰქვია და ოქროს ახალგაზრდათა რიცხვს მიეკუთვნება. მდიდარი მშობლები ჰყავს და მალე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი უნდა გახდეს. მაგრამ, ახლა ის ჩვეულებრივი ლოველასია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუხდია ბოლომდე ქარაფშუტობის სახადი... მიუხედავად ამისა, მისგან ყველა ელის, რომ გაიზრდება, სერიოზული გახდება და ოჯახს შექმნის, მაგრამ ქერემს ამისთვის არ ცხელა...
თავქარიანი
დაემატა სერია 22
წელი: 2019
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯემალ შანი, ჯემ ქარჯი
როლებში: აქინ აქინოზიუ, ებრუ შაჰინი, გულჩინ სანთირჯიოღლუ, სერჰათ თუთუმლუერი, აიდა აქსელი, მაჯით სონკანი, სერდარ ოზერი, ოია უნუსტაზი, თანსუ თაშანლარი, ინჯი შენიედა ელიფ ბაშლამიშლი

აღწერა:
სერიალში წარმოდგენილია შეუძლებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც შურისძიების გრძნობიდან წარმოიშვა... მირანი შემთხვევით თავისი საგვარეულო მტრის შვილიშვილს, მშვენიერ რეიანს გაიცნობს და სიგიჟემდე შეუყვარდება. მაგრამ, ამ სიყვარულს უმკაცრესი გამოცდა ელის...
უძვირფასესი
დაემატა სერია 17
წელი: 2018
ჟანრი: დრამა

აღწერა:
ორი ძალიან ღარიბ ახალგაზრდას უყვართ ერთმანეთი და მალე აპირებენ დაოჯახებას. ერთ დღესაც ბიჭი მოიგებს ფულს და გადაწყვეტს შეყვარებულთან ერთად ბიზნესი დაიწყოს, მაგრამ გამოჩნდება ერთი მდიდარი და ძალიან ბოროტი მამაკაცი, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას.
ჩემი ცოლის დაქალები
დაემატა სეზონი 16, სერია 18
გაერთიანება
დაემატა სერია 27
წელი: 2019
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: მურატ ონბული
როლებში: კადიმ დოღულუ, დევრიმ ოზკანი, უმით კანტანჯილარი, მეჰმეთ ოზღიორი...

აღწერა:
აზისი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში. როდესაც ბიჭი 15 წელი შეუსრულდა მშობლებთან ერთად თურქეთში დაბრუნდა. მალე მან საოჯახო ბიზნესის მართვა დაიწყო. აზისი მიზანდასახულობით, ქარიზმითა და სერიოზულობით გამოირჩევა. ერთხელ მან სალიჰი გაიცნო, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, ახლა კი - სხვადასხვა ძვირფას ნივთებს აგროვებს და შემდეგ მათ მფლობელებს უბრუნებს. ამ გაცნობის შედეგად, აზისის ხელში აღმოჩნდა: ძველი საათი, რომელიც როგორც გაირკვა მისი ოჯახის საიდუმლოს ინახავს. ბიჭს სურს სიმართლის გარკვევა, რა დროსაც ფერიდეს გაიცნობს. ეს გოგონა მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა და იგი მან მთელი გულით შეიყვარა...
ჩვენი ამბავი
დაემატა სერია 29

აღწერა:
ეს არის ისტორია წარუმატებელ მწერალზე, რომელიც წერს ამბავს მის მეგობრებზე და ერთადერთ სიყვარულზე. თავგადასავლები და კომედიური სიტუაციები, რომელიც ერთ პატარა ამბავშია გაერთიანებული.
ყორანი
დაემატა სერია 21
წელი: 2019
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, მელოდრამა

აღწერა:
კუზგუნს(ყორანი) ძალიან საინტერესო და მხიარული ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ერთმა დღემ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და გადააბრუნა ცუდისკენ. მას ჰყავდა მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან კარგად ცხოვრობდა და მისი დაკარგვაც მოუწია. ყველაზე დიდი დანაკარგი კი მისი მამა იყო, რომელსაც ტყუილად დასდეს ბრალი და მოღატის სახელი დაუტოვეს.
ქაღალდის ტყვია
დაემატა სერია 11
წელი: 2007
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი

აღწერა:
ქაღალდის ტყვია” - ერთი შეხედვით, უცნაური სახელწოდების მრავალსერიიანი მხატვრული ფილმი არა მარტო აკა მორჩილაძის ლიტერატურულ პერსონაჟებს აცოცხლებს ტელეეკრანზე, არამედ თანამედროვე ქართული ყოფისა და ურთიერთობების მხატვრულ სურათსაც წარმოადგენს. დარდიმანდი პოეტი და სულით ავადმყოფი, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები, უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლები, ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები, მეტიჩარა ტელეჟურნალისტები, კავკასიაში მოთარეშე პარტიზანები, თანამემამულეები უცხოეთში და უცხოელები საქართველოში - ფილმის პერსონაჟთა ეს არასრული ჩამონათვალი იმ არაერთი ტრაგიკომიკური ამბის მონაწილეა.
ოცნების ნამსხვრევები
დაემატა სერია 188(დასასრული)

აღწერა:
მავის მოუკლავენ უდანაშაულო ძმას და მისი მკვლელი ეგონებათ კაცი რომელსაც სინამდვილეში არ ჩაუდენია მკვლელობა. მაგრამ ის მოიხდის სხვის მაგივრად სასჯელს, მავი კი ციხის გარედან დაუახლოვდება ამ კაცს რათა შემდგომში შური იძიოს და მოკლას "მისი ძმის მკვლელი". მაგრამ მალე გაირკვევა სიმართლე რომ ეს კაცი მკვლელი არ არის.
სიყვარული და სასჯელი
დაემატა სერია 56
წელი: 2010
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, მელოდრამა

აღწერა:
მამაკაცი ცდილობს გამოიძიოს ძმის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება.
მტვრის გემო
დაემატა სერია 8

აღწერა:
მტვრის გემო — ქართული ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გადაიღო 2004 წელს. რეჟისორები დათო ჯანელიძე და მარინა კულუმბეგაშვილი.
ერთხელ ჩუკუროვაში
დაემატა სერია 30
წელი: 2018
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: თიმურ სავჯი, ბურაქ საგიშიარი
მსახიობები: ვაჰიდე პერჩინი, ჰილალ ალთინბელექი, მურათ უნალმიში, მეჰმეთ ქურთულუში, უგურ გუნეში

აღწერა:
სერიალი ორ ახალდაქორწინებულ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, რომლთაც საზღვარდარეთ სურთ თაფლობის თვის გატარება. მაგრამ, ისინი ამას ვერ შეძლებენ და სოფელ ჩუქუროვაში დაბრუნდებიან. სერიალში მოქმედებები 70 - იან წლებში მიმდინარეობს. შეყვარებულები ერთხელ, უსიამოვნო სიტუაციის გამო, იძულებულნი გახდნენ საცხოვრებელი ადგილი სასწრაფოდ მიეტოვებინათ და მშობლიური სოფლიდან, რაც შეიძლება შორს გადახვეწილიყვნენ. მათ სახლი ისე დატოვეს, რომ ერთი გროშიც კი არ გააჩნდათ... უცხო ქალაქში წყვილი ბედის ანაბარა აღმოჩნდა...ნიჭმა და დიდმა შრომისმოყვარეობამ მათ პრობლემების გადაჭრის დიდი ძალა მისცა, რის შედეგადაც საბოლოოდ შეძლეს სულ სხვა ადამიანებად დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ მხარეში...
27 დრაკონი
დაემატა სერია 6
წელი: 2003
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, კრიმინალი
რეჟისორი: ოთარ შამათავა
მსახიობები: ზურაბ ყიფშიძე, ლიკა ქავჟარაძე, რეზო ჩხიკვიშვილი, დატო ცხვარაძე

აღწერა:
ერთერთი ყველაზე რეიტინგული, ქართული კრიმინალური სერიალი 27 დრაკონი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს "ბუღაზე".
ბეჭედი
დაემატა სერია 19
წელი: 2017
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, მელოდრამა, კრიმინალური, მისტიკა, დრამა, სათავგადასავლო

აღწერა:
ორი მამაკაცი, სხვადასხვა ადგილებიდან ებრძვიან მაფიას და მაფიის ბინძურ საქმეებს. ისინი ცდილობენ დაამარცხონ ბოროტება და რაც მთავარია გაუმკლავდნენ ბეჭედს, რომელიც მაფიაში უმთავრესია.
სახლი ძველ უბანში
დაემატა სერია 4
წელი: 1993
ჟანრი: თრილერი, მისტიკა, დრამა, საშინელება, მინი-სერიალი

აღწერა:
ძველ უბანში სახლდებიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სალომე და გიორგი. ისინი მჭიდრო კონტაქტში შედიან მეზობლებთან, ჟორასთან და თამილასთან, რომლებიც ოკულტური რიტუალების მიმდევრები აღმოჩნდებიან. უბანში უცნაური ამბები ტრიალებს...
თენდება გვიან
დაემატა სერია 12
წელი: 2003

აღწერა:
„თენდება გვიან“ — ქართული დეტექტიურ-კრიმინალური ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ლევან ერისთავმა გადაიღო ტელეკომპანია იმედის დაკვეთით 2003 წელს, მრავალსერიიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი ასეთი სახელწოდებით გადიოდა სერიალ „თენდება გვიან“-ის სახით.
დიდებული საუკუნე
დაემატა სერია 58
წელი: 2011
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, ბოევიკი, ბიოგრაფია, ისტორია
რეჟისორი: დურულ ტაილანი
როლებში: ნაბეხათ ჩეხე, ოკან იალაბიკი, სელმა ერგეჩი, ხალიტ ერგენჩი, ფილიზ ახმეტა

აღწერა:
ფილმი მოგვითხრობს მმართველ სულეიმანსა და უკრაინელ გოგონა როკსოლანას სიყვარულის შესახებ. ისლამური კანონების მიხედვით, სულთანს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა ოთხი ცოლი და განუსაზღვრელი რაოდენობის ტყვე ქალები. ტახტი მემკვიდრეობით გადაეცემოდა მხოლოდ პირველი ცოლის შვილებს...

დიდებული საუკუნე
დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა
დაემატა სერია 234
წელი: 2015
ჟანრი: ისტორიული, დრამა
რეჟისორი: ზეინეპ გუნაი
როლებში: ბერენ საათი, ჰულია ავშარი, ერქან ქოლჩაქ ქოსთენდილი, სელჩუქ დემირი, მეთე ჰოროზოღლუ, ალიქან იუჯესოი

აღწერა:
ახალგაზრდა ანასტასია, საბერძნეთიდან აჰმედ პირველის ჰარამხანაში მოხვდა. საკუთარი სილამაზის წყალობით, მან სულთნისგან „ყველაზე საყვარელის“ სახელი მოიპოვა. თუმცა, ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ის სულაც არ ყოფილა სულთნის ფაოვრიტი. 14 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ქიოსემმა აჰმედ პირველს 13 ბავშვი უშვა. თანამედროვეთა სიტყვებით, ფადიშაჰი სულთან ქალბატონს არაფერზე ეუბნებოდა უარს. ქალი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა და მასთან პოლიტიკაზე საერთოდ არასოდეს საუბრობდა. 1617 წელს ფადიშაჰი გარდაიცვალა და ქიოსემმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. იანიჩარებს კი სულთნად სულ სხვა კანდიდატები ჰყავთ...

შავთეთრი სიყვარული
დაემატა სერია 32 (დასასრული)
წელი: 2017
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: იასინ უსლუ
როლებში: იბრაჰიმ ჩელიქოლი, ბირჯე აქალაი, მუჰამედ უზუნერი, არზუ გამზე ქილინჩი

აღწერა:
ფერჰათი ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც დაივიწყა, თუ რა აუცილებელია სიყვარული. ის, ის კაცი არის, ვისაც თვალის დაუხამხამებლად შეუძლია მოკლას ვინმე, თუკი, ამას საჭიროება მოითხოვს. ასლი კი - გულთბილი გოგონაა. იგი პროფესიით ექიმია, რომელმაც თავი ადამიანების გადარჩენას მიუძღვნა. ფერჰათს სასწრაფოდ სჭირდება ექიმი, რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. ამის გამო, გადაიკვეთება ასლისა და მისი გზები. ეს ორი ადამიანი, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც შავი და თეთრი...
მზიანი დღეები
დაემატა სერია 612 (დასასრული)
წელი: 2011
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: გურსელ ეითსი, ბერგუზარ დემიროღლუ
როლებში: სეიმა ქორქმაზი, მერთ ალთინისიქი, ჯერენიალაზოღლუ, მურათ დანაჯი, ილქაი ქაიქუ, ნუსრეთ სენი ...

აღწერა:
ოსმან ქოზაქი, რამდენიმე წლის წინ ქაიზერიდან ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად. იგი ბიზნესმენია და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მას მაღაზიების ქსელი აქვს. მისი კომპანია ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ჰოლდინგის ექსპორტს ეწევა. ოსმანი მტკიცე ხასიათების ადამიანია. მისთვის დისციპლინა უმთავრესია. ის წარმატებულად მართავს თავის კომპანიას. თუმცა, მისი "რკინის მუშტის" მეთოდი, არც ისე კარგად სჭრის საკუთარ ოჯახში...
ასი
დაემატა სერია 72 (დასასრული)
წელი: 2007

აღწერა:
სერიალი ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც ძალიან ლამაზი და მიმზიდველია. მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ახალგაზრდა და მომხიბვლელი ბიჭი, რომელიც ძალიან მდიდარია. იგი ჩამოვიდა თავისი დედის საპოვნელად. გოგონას მამა ღარიბი ფერმერია, რის გამოც გოგონას ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა. მართალია ის ღარიბია, მაგრამ მისი სიყვარული ისეთი ძლიერია, რომ...