X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების თავხედობას პასუხი გასცა

    საქართველო-ევროკავშირის კომიტეტში რეზოლუციის ჩავარდნის საკითხი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის შეშფოთებისა და ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა.

    ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის განცხადებით, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების თავხედობას პასუხი გასცა.

    "ტექსტიც და კენჭისყრის შედეგებიც ცნობილია. სწორედ ეს ტექსტები ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს და შემდგომ უთხრეს, რომ მიეღოთ რეზოლუცია შესწორებების გარეშე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო.

    ევროპარლამენტმა კი ამ თავხედობას პასუხი გასცა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, საერთო დეკლარაცია ჩავარდა. ყველას ვერ მოატყუებენ, დასრულდა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა. მათ იციან სიმართლე და ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების გვერდით არიან," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
    166 ნახვა
    14-02-2020, 09:08