X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • 1486 გარდაცვლილი და 65 ათასზე მეტი ინფიცირებული

    ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 65 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 5 ათასამდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა.

    სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები​ კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ზომებს მიმართავენ. ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად იაპონია 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა 27-დ ქვეყანაში ფიქსირდება.
    69 ნახვა
    14-02-2020, 00:41