X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ზურაბ აბაშიძე რუსეთის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლას ადასტურებს

    გრიგორი კარასინის შემდეგ რუსეთის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლას ადასტურებს ზურაბ აბაშიძეც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება, რათა კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაირღვეს.

    ნიშნავს თუ არა ეს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ვერ იქნება სერგეი ლავროვი, რომელიც არაერთხელ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აბაშიძე არ აკონკრეტებს. რუსეთის დელეგაცია მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში აპირებს მონაწილეობას.
    55 ნახვა
    14-02-2020, 00:07