X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ევროპარლამენტარებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია

    "ევროპარლამენტარებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია" - ამის შესახებ კახა კალაძემ გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას სტრასბურგში განაცხადა.

    თბილისის მერის თქმით, ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც სპეციალური მისიით თბილისში ჩამოვა და გიგი უგულავას საქმეს მოიკვლევს, დარწმუნდება, რომ საქმეში პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნები არ იკვეთება. კახა კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს არ სურთ ევროპარლამენტარებმა სრული სიმართლე გაიგონ, რეალურად რა ხდება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.
    90 ნახვა
    13-02-2020, 09:29