X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • "ქართულმა ოცნებამ" სახე დაკარგა, მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს

    ოპოზიციის ნაწილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ევროპარლამენტართა მისია საქართველოში არ ჩამოვიდეს.

    "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებისთვის არ იქნება სახარბიელო მისიის ჩამოსვლა, რადგან საქმეში არსებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი ხარვეზები თვალნათელია.

    "ერთი მხრივ ამბობენ, რომ თითქოს უნდათ ევროპარლამენტარების ჩამოსვლა, მეორე მხრივ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ისინი არ ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სახე დაკარგა, მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს, მათ სავარაუდოდ აღარც კი შეხვდებიან აღარც ამერიკაში და აღარც ბრიუსელში იმიტომ, რომ ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. ჩვეულებრივი მატყუარა თაღლითები არიან მთელი მსოფლიოს თვალში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    პოლიტიკურ მოძრაობაში "ლელო საქართველოსთვის" ასევე იმასაც აცხადებენ, რომ საქმეში დამატებითი ჩართულობა არის კარგი. თუმცა ეს იმ საერთაშორისო კონსენსუსს ვერ შეცვლის, რომ უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი.

    "ევროპარლამენტარი და ამერიკელი კონგრესმენი ჩემთვის არის დამატებითი ინფორმაციის წყარო თუ არგუმენტი. მე პირადად არ მჭირდება ამერიკელი და ევროპელი, რომ დავინახო, რომ საქართველოში ძალიან ცუდად არის საქმე, კერძოდ სასამართლოში და სახელისუფლებო კულუარებში, სადაც ყველაფერზე წამსვლელები არიან," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი.
    122 ნახვა
    13-02-2020, 09:05