X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ისევ დაპირისპირების მიზეზი ხდება

    მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ისევ დაპირისპირების მიზეზი ხდება.

    უმრავლესობა მოლაპარაკებების ჩაშლას ოპოზიცია აბრალებს. ოპოზიცია კი ხელს მმართველი გუნდისკენ იშვერს.

    "მოლაპარაკება რომ უნდოდეთ, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და ზუსტად დავუსაბუთებთ რომ 20 მაჟორიტარი ვერანაირად ვერ გადანაწილდება მთელ საქართველოზე და იქნება დარღვევა ვენეციის კომისიის იმ სტანდარტის, რომელიც გულისხმობს ხმების პროპორციულ განაწილებას, თითოეული მაჟორიტარი კანდიდატისთვის," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

    ოპოზიციაში კი თანხმდებიან, რომ შეხვედრები არაფრის მომტანი იქნება, რადგან რეალური შედეგის მიღწევა "ქართულ ოცნებას" არ სურს.
    57 ნახვა
    13-02-2020, 00:51