X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
"ფეისბუქმა" რუსეთის ანგარიშების ქსელი წაშალა
  • "ფეისბუქმა" რუსეთის ანგარიშების ქსელი წაშალა

    ანგარიშების ქსელი, რომელსაც რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ყალბი ნარატივის გასავრცელებლად იყენებდა წაშლილია- ინფორმაციას "ფეისბუქი" ავრცელებს. საუბარია 78 ანგარიშზე, 11 გვერდსა და 29 ჯგუფზე.

    კომპანიაში განმარტეს, რომ გვერდები რუსეთის დაზვერვის მიერ იმართებოდა.

    "საქმიანობა ფოკუსირებული იყო ძირითადად უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებზე“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

    მოსკოვი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს.
    218 ნახვა
    12-02-2020, 09:26