X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
თურქეთი სირიას ემუქრება. "კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ"
  • თურქეთი სირიას ემუქრება. "კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ"

    თურქეთი სირიას ემუქრება. "კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ," - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში გააკეთა. მისივე თქმით, კონფლიქტის ზონაში მათ დანაკარგები უკვე განიცადეს და თავიანთი ჯარისკაცების ხოცვას აღარ დაუშვებენ.

    ვითარების განსამუხტად ანკარა მოსკოვთან მოლაპარაკებას ცდილობს. სირიის კრიზისზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

    პარალელურად ცნობილი ხდება, რომ იდლიბის პროვინციაში სამთავრობო სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დაიღუპა ორი პილოტი.

    სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ასადის ჯარები იდლიბის პროვინციის თითქმის ყველა სტრატეგიულ ადგილს აკონტროლებენ და მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ.
    130 ნახვა
    12-02-2020, 08:53