X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მორიგი კრიტიკული წერილი ვაშინგტონიდან

    მორიგი კრიტიკული წერილი ვაშინგტონიდან. გიორგი გახარიას ამჯერად რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მისწერა. რენდი ვებერი დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების, მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

    წერილში საუბარია, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და ამერიკული კომპანიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესახებ. ტეხასელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა. 4 თებერვლით დათარიღებული წერილის ასლი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სხვა მაღალჩინოსნებსაც გაეგზავნათ.
    77 ნახვა
    12-02-2020, 00:29