X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მმართველ გუნდში ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ

    ოპოზიციის გეგმებსა და გიგი უგულავას დაკავების გამო მოლაპარაკებებზე უარის თქმას ხელისუფლება არაკონსტრუქციულად მიიჩნევს.

    უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ უგულავასთან მიმართებით პროცედურული დარღვევები არ იკვეთება, ქვეყანას კი პოლიტპატიმრები 2012 წლიდან არ ჰყავს.

    როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ერთადერთი პრეტენზია შესაძლოა სასამართლოსთან მიმართებაში არსებობდეს და ამისთვის ადეკვატური რეაგირებაა საჭირო და არა ქუჩაში გასვლა.

    მმართველ გუნდში ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ შეთავაზება 100/50-ზე საარჩევნო სისტემის ოპტიმალური მოდელია, რომელსაც ოპოზიცია უნდა დათანხმდეს.
    55 ნახვა
    12-02-2020, 00:20