X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ისტორიული და საარჩევნო პროცესის დასაწყისი - ოპოზიციას 4 აპრილის მასშტაბურ აქციას გეგმავს

    ისტორიული და საარჩევნო პროცესის დასაწყისი - სწორედ ასე უწოდებს ოპოზიცია 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას, სადაც საზოგადოებას მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სტრატეგიის ნაწილი ცნობილია - კიდევ უფრო ახლო კონტაქტი ხალხთან და საერთშორისო საზოგადოებასთან. გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ არჩევნებზე ხელისუფლებას ერთიანი ძალით დაუპირისპირდება და მაქსიმალური შედეგის მისაღებად ყველა ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება. თუმცა დედაქალაქსა და რეგიონებში ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აპრილამდეც გამოვლენ. დაგეგმილია შედარებით ნაკლებად მასშტაბური აქციებისა და პიკეტირების მოწყობა.
    72 ნახვა
    12-02-2020, 00:17