X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

    დაჭრა თბილისში. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ყელის არეში დანით ყოფილმა ქმარმა მიაყენა.

    დაშავებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალულია.

    თვითმხილველები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ. ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები მისმა მეუღლემ მიაყენა, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ქალს უცხო მამაკაცი აედევნა.
    142 ნახვა
    11-02-2020, 09:00