X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ოპოზიციის გადაწყვეტილებით,  4 აპრილს 4 საათზე რუსთაველზე მასშტაბური აქცია გაიმართება
  • ოპოზიციის გადაწყვეტილებით, 4 აპრილს 4 საათზე რუსთაველზე მასშტაბური აქცია გაიმართება

    ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

    ოპოზიციის გადაწყვეტილებით, 4 აპრილს 4 საათზე რუსთაველზე მასშტაბური აქცია გაიმართება.

    ოპოზიციის ლიდერების თქმით, აპრილის მასშტაბურ აქციამდე იქნება ინტენსიური აქციები, პიკეტირებები, რეგიონში გასვლები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოპოზიციას ინტენსიური კავშირი ექნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან და იმოქმედებს დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით.

    მანამდე, ლეიბორისტების" ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს და "ევროპული საქართველოს" ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.
    158 ნახვა
    11-02-2020, 08:56