X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ახალციხეში, ცოლის მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებულმა კაცმა თავი მოიკლა

    ახალციხეში, ცოლის მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებულმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ცხედარი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში იპოვეს.

    გარდაცვლილი მ.ქ. 10 თებერვლიდან მიმალვაში იყო. მას სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. მას შემდეგ, რაც შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა, სახლიდან გაიქცა.

    სამართალდამცველები ამ წუთებში გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    რაც შეეხება ქალს, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
    138 ნახვა
    11-02-2020, 08:42