X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • უკანონო მიწების მიტაცებას ვერ დაუშვებთ - ქალაქის მერი უკანონო სახლის დემონტაჟზე

    უკანონო მიწების მიტაცებას ვერ დაუშვებთ - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი ავჭალაში, ბაზალეთის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ფაქტს. ავჭალაში გუშინ ზედამხედველობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა შეიყვანა და საცხოვრებელი სახლი დაშალა.

    სახლის დემონტაჟს მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოყვა. მაცხოვრებლების განცხადებით, დემონტაჟის შესახებ მათ წინასწარ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

    კალაძის თქმით, მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების მითვისება თვითნებურად ხდება, რაც დაუშვებელია.

    თბილისის მერი აცხადებს, რომ უკანონოდ მიწის მიტაცების ფაქტები ქალაქში ძალიან ხშირია და შესაბამისი სამსახური დაადგენს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
    70 ნახვა
    11-02-2020, 01:24