X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
3 წლის შემდეგ გიგი უგულავა ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეშია
  • 3 წლის შემდეგ გიგი უგულავა ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეშია

    3 წლის შემდეგ გიგი უგულავა ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეშია. "ევროპული საქართველოს" ლიდერი სასჯელაღსრულების ნომერ 9 დაწესებულებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც ის თავისი ფეხით მივიდა.

    დედაქალაქის ყოფილი მერი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე ცნო. სახელმწიფო ბრალდება მას 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სასამართლომ უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

    გიგი უგულავას უფლებადამცველის განცხადებით, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს მას შემდეგ, რაც სრული გადაწყვეტილება ჩაბარდება.

    "ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის მოქმედებაში მოსული განხორციელებული მუქარა, როდესაც მან თქვა, რომ დაჭერები გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილი დგას დიქტატურის გზაზე.

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი აუცილებლად გახდება ეს საქმე. შესაბამისად, როდესაც ჩაგვბარდება ჩვენ უკვე სრული გადაწყვეტილება, საიდანაც უკვე უნდა მოხდეს შემდგომ წარმოება, ანუ 6 თვიანი ვადა უკვე ჩაირთო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გასაჩივრების, მაგრამ ვიდრე სრული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარდება, მანამდე საჩივრის საკითხები ღიად რჩება," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
    43 ნახვა
    11-02-2020, 01:14