X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ამგვარი ცინიკური და საზოგადოების შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისთვის ივანიშვილი პასუხს მიიღებს არჩევნებზე

    საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატად შერჩეული ირაკლი შოთაძის შესახებ შესაძლოა პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელოს.

    დეპუტატებმა შოთაძის კანდიდატურას კენჭი მიმდინარე კვირას უნდა უარყონ.

    შერჩევის პროცესს ოპოზიცია კიდევ ერთხელ უწოდებს დადგმულ სპექტაკლს და საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

    პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძის თქმით, გენპროკურორის პოსტზე შოთაძის დაბრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა, რისთვისაც ივანიშვილი პასუხს არჩევნებზე მიიღებს.
    48 ნახვა
    10-02-2020, 00:56