X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • გრიგოლ ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის პოსტს პირველ მარტამდე დატოვებს

    გრიგოლ ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის პოსტს პირველ მარტამდე დატოვებს - აცხადებს "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი.

    ელისო კილაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული საუბარი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დამოუკიდებელი შტაბის ამოქმედებაც. გრიგოლ ვაშაძის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ და სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზეც უარს ამბობენ.
    64 ნახვა
    10-02-2020, 00:51