X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • საპროტესტო აქცია მარნეულის პოლიციის შენობასთან

    მარნეულელი აქტივისტის, რაშან ზიადალიევის დაკავების, გამო აქცია გაიმართა მარნეულში. ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის წევრები პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ.

    აქციის მონაწილეების განცხადებით, რაშან ზიადალიევზე სამართალდამცავები უკანონო თვალთვალს ახორციელებენ და ეს უნდა შეწყდეს.

    თავად რაშან ზიადალიევის თქმით კი, პოლიციელები ამ ხერხით ცდილობენ სხვა აქტივისტები გააფრთხილონ, რომ არ იყვნენ აქტიურები, რადგან მათ წინააღმდეგაც შესაძლოა სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
    25 ნახვა
    9-02-2020, 08:56