X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში ორ თვეზე მეტია მოზარდზე ზეწოლა ხორციელდება

    ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში ორ თვეზე მეტია მოზარდზე ზეწოლა ხორციელდება. "კურიერის" მიერ მოპოვებულ სამედიცინო დასკვნაში ნათლად არის ასახული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბულინგის სავარაუდო მსხვერპლს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. ექსპერტების დასკვნით, მოზარდს ადაპტაციის დარღვევები და მცირე ანამნეზი აღენიშნება.

    კლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმეზე პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სტატუსის განსაზღვრის საფუძვლები უწყებაში არ განუმარტავთ. მთავარ საგამოძიებო სტრუქტურას 12 წლის მოზარდის დაზარალებულად ცნობისთვის წელიწადზე მეტი დასჭირდა. ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის ოჯახი სიმართლისთვის ბრძოლას ახლა უკვე ახალი სტატუსით გააგრძელებს.

    მეექვსეკლასელი ბიჭის სავარაუდო ბულინგის მიზეზი სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს 112-ში დარეკვა გახდა. როგორც მოზარდის ოჯახში განმარტავენ, ამის შემდეგ სასწავლებელში ბავშვზე ზეწოლა დაიწყო, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

    მასწავლებელი, რომელიც ბავშვზე ზეწოლაშია დადანაშაულებული, ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს. აიდა კარზანიანი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და საგამოძიებო სტრუქტურას ცილისწამებისთვის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.
    61 ნახვა
    8-02-2020, 02:11