X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს დიდი ხანია ოკუპირებული აქვს - აშშ -ს კონგრესმენი

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.

    უკვე გაიმართა შეხვედრები კონგრესმენებსა და სენატორებთან. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში გამოგზავნილი კრიტიკული წერილებია.

    კონგრესმენი სტივ ჩაბოტი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ის მადლობას უხდის ქართული მხარის სამხედრო დანაყოფს, ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლისთვის.

    "ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვაფასებთ და ვაფასებთ იმასაც, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩვენთან ერთად იბრძვიან. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს დიდი ხანია ოკუპირებული აქვს, თუმცა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის,"- განაცხადა სტივ ჩაბოტმა.
    161 ნახვა
    7-02-2020, 09:53