X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • თუ შოთაძე ფიქრობს, რომ აქ ტაშის გრიალით მოხდება მისი კანდიდატურის არჩევა, ძალიან ცდება

    მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატად შერჩევის საკითხს ისედაც ელოდებოდა, საპროკურორო საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ, მათი გაღიზიანება მაინც გამოიწვია.

    "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, შოთაძე გენერალური პროკურორი ვერ გახდება და ის დღე, როდესაც მის არჩევას უნდა უყარონ კენჭი, მისთვის ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი იქნება.

    "თუ შოთაძე ფიქრობს, რომ აქ ტაშის გრიალით მოხდება მისი კანდიდატურის არჩევა, ძალიან ცდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი იყოს. გადახვევით რომ ვთქვათ, მას სპეცნაზის ფონზე მოუწევს თავისი კანდიდატურის არჩევა, რადგან ჩვენ ვიტყვით ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ. ეს არის მაფიოზური ქვეყნის მშენებლობის მცდელობა, როდესაც საქმის განმრჩევად გვევლინება გენერალური პროკურორი", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
    153 ნახვა
    7-02-2020, 09:31