X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში გადასასვლელი ისევ ჩაკეტა

    საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში გადასასვლელი ჩაკეტა. "რაზდახანის" ე.წ. გამშვები პუნქტი გამვლელებს დღეს დილიდან აღარ უშვებს. პენსიონერების ნაწილი მკურნალობის მიზნით წეროვანში დარჩა, ნაწილი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა.

    ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი 24 იანვარს დროებით გახსნა, პენსიონერებმა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება სექტემბრის შემდეგ პირველად შეძლეს. შესაძლებლობით ისარგებლა 200-მა პენსიონერმა, 50-ს კი საშვი არ მისცეს.

    როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა "კურიერთან" საუბარში აღნიშნა, იმ 50 პენსიონერს, რომელთაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდათ, შესაბამისი საშვები დღეს დილიდან გადაეცათ და მას შემდეგ, რაც "რაზდახანის" გამშვები პუნქტი ისევ გაიხსნება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მათაც ექნებათ.
    166 ნახვა
    7-02-2020, 09:12