X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ექსკლუზიური კადრები ისანში მომხდარი მკვლელობიდან, ახალგაზრდა მამაკაცმა, მისი მკვლელობისას გადაიღო

    ექსკლუზიური კადრები ისანში მომხდარი მკვლელობიდან - "კურიერი" ავრცელებს ვიდეო მასალას, რომელიც სავარაუდოდ თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა, მისი მკვლელობისას გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ მისი მისამართით სამჯერ გაისროლეს.

    პაკისტანის მოქალაქის მკვლელობისთვის 67 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ. მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    ცხედრის ექსპერტიზა გვიან ღამით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეზობლებს შორის ერთწლიანი უთანხმოების მიზეზი მიწა იყო, იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. ბოლოს კი ბრალდებულმა მეზობლებს ღობე დაუნგრია.
    176 ნახვა
    7-02-2020, 08:57