X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
თბილისში, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • თბილისში, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    თბილისში, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე, ბინაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის ქალის დაღუპვის მიზეზი კვამლით გაგუდვა გახდა.

    მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა კი ქალის ცხედარი იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა .

    პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები ქავთარაძის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობენ.
    71 ნახვა
    7-02-2020, 00:20