X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მკვლელობა თბილისში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს
  • მკვლელობა თბილისში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

    მკვლელობა თბილისში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

    მომხდარის შესახებ "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    171 ნახვა
    6-02-2020, 08:03