X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 563 მიაღწია

    ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 563 მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 28 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ახალშობილი, რომელსაც დაბადებიდან 30 საათში ვირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ბავშვის დედა თავად იყო ინფიცირებული.

    ჩინეთის გარდა, 27 სხვა ქვეყანაში ვირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი.

    ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. უხანიდან 200 ადამიანის სამშობლოში გადაყვანას აპირებს კანადის ხელისუფლება. მათ 2 კვირის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე კარანტინში ყოფნა მოუწევთ.​
    73 ნახვა
    5-02-2020, 23:55