X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა გურიაში
  • ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა გურიაში

    ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მუზეუმის ეზოში შესვლა უნდათ, რის ნებასაც პოლიცია არ აძლევს. ოზურგეთის ოპოზიცია რეგიონში პრეზიდენტ სალომე ზურაბვიშვილის ვიზიტს პროტესტით შეხვდა.

    "მოღალატე სალომე ზურაბიშვილის გამო გადმოიტანეს კალანდა" - აცხადებენ მუზეუმის წინ შეკრებილი ოპოზიციის წევრები.

    სალომე ზურაბიშვილს გურიაში ამ წუთებში ელოდებიან. ადგილზე უკვე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

    "კურიერის" ინფორმაციით, გურიაში ამ დროისთვის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი დაპირისპირება ამოწურულია.
    70 ნახვა
    13-01-2020, 11:53