X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია "კანონი და სამართალი"
  • პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია "კანონი და სამართალი"

    პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია "კანონი და სამართალი" - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

    ჩარკვიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან ფორმატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.

    პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე წერს, რომ ქუჩის აქციებისა და პიკეტირების მომხრე რჩება. ასევე, მისი თქმით, რჩება გაერთიანებული ოპოზიციის წევრად.

    "ვრჩები ქუჩის აქციების მომხრედ- პიკეტირების მომხრედ, ვარ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი "ძალა ერთობაშია", და ვრჩები ამ გაერთიანებაში, პარტია "კანონი და სამართლით", რაც შეეხება კონკრეტულად, ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებას (ბ. ნი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე, რისთვისაც მადლობა ბ. ნ შალვას)ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია "კანონი და სამართალი", რადგან ამ ვითარებაში, “ ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ” , მინიმუმ უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული, პირველად შევიტყვეთ რამდენიმე ადამიანმა "სიურპრიზად", ვიმეორებ ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რუსულ ვექტორს "სირბილი" დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას, მთელს ქვეყანას ესხმება! პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ-ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც, თან დახმარებას ვთხოვთ! ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება- “პუტინი “კაბაში მეყოლება, თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია სამშობლო და სახელმწიფო ერთად გვქონდეს," - წერს თაკო ჩარკვიანი.
    32 ნახვა
    3-12-2019, 09:34