X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 8 ნოემბერს შევიდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს:

    ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.

    აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში.
    62 ნახვა
    2-12-2019, 11:01