X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • საგანგებო მდგომარეობაში ვართ და ყველა საკითხმა უკან დაიხია

    უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება - უკვე ერთი წელია საზოგადოება ქართული ეკლესიის პასუხს ელოდება.

    სინოდის რამდენიმე წევრი ბოლო თვეების განმავლობაში საპატრიარქოს ღიად მოუწოდებს, აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ეს პოზიცია მათ საკვირაო ქადაგებებში პერმანენტულად ისმის.

    დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

    "მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ ან არ ვუჭერ მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. ამის დროც დადგებოდა. მე ვფიქრობ, რომ ამ წუთას ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა საკითხმა უკან დაიხია. კიდევ ერთხელ სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
    31 ნახვა
    10-11-2019, 10:33