X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • "ქართული მარშის" მასშტაბურ აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება

    "ქართული მარშის" ხელმძღვანელმა სანდრო ბრეგაძემ ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის გეგმებზე ისაუბრა.

    ბრეგაძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება, რადგან "ქართული მარშის" თბილისელი მხარდამჭერების გარდა, ადამიანები დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც მოემართებიან.

    "სრული მობილიზაციაა მომხდარი. ყველა რეგიონიდან არიან დაძრული ჩვენი მხარდამჭერები,"- აღნიშნა ბრეგაძემ.
    37 ნახვა
    8-11-2019, 08:40