X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ექსპერტიზის შეკითხვა მაკო გომურს - დაკარგა თუ არა მან აქციის დარბევისას თვალი
  • ექსპერტიზის შეკითხვა მაკო გომურს - დაკარგა თუ არა მან აქციის დარბევისას თვალი

    ექსპერტიზის შეკითხვა მაკო გომურს - დაკარგა თუ არა მან აქციის დარბევისას თვალი. 20 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    მაკო გომურისთვის გაუგებარია, რატომ არ აქვს ექსპერტიზას სხვა შეკითხვები.

    "4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?" - წერს მაკო გომური.

    შეგახსენებთ, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ 4 თვე გავიდა, მაგრამ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.
    42 ნახვა
    6-11-2019, 23:44