X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
განგაში და ევაკუაცია ბათუმში
  • განგაში და ევაკუაცია ბათუმში

    განგაში და ევაკუაცია ბათუმში. სასტუმრო "ჰილტონში", სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დელეგატები უკვე იკრიბებოდნენ განგაშის სიგნალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაისმა.

    სასტუმრო ჰილტონის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი შესაძლოა კვამლი გახდა, რომელიც სამზარეულოდან გავიდა.
    "ჰილტონის ბათუმი"-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

    "მინდა ბოდიში მოვუხადო სტუმრებს, ჩვენ გვქონდა საგანგაშო სიგნალი მაგრამ ახლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოებაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ყველაფერი იყო კარგად. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი" - აცხადებს "ჰილტონის ბათუმი"-ს გენერალური მენეჯერი, ჟან კოლ დენი.

    ამ დროისთვის კონფერენცია უკვე დაწყებულია და ყველა სტუმარი დარბაზში იმყოფება.

    შეგახსენებთ, რომ ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატო მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესნმენები არიან.
    55 ნახვა
    6-11-2019, 01:24