X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
თადუმაძის დიპლომის ახალი სკანდალური დეტალები
  • თადუმაძის დიპლომის ახალი სკანდალური დეტალები

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თიკა ბოკუჩავამ დღეს მედიასთან ბრიფინგი გამართა, რომელზეც წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც მისი მტკიცებით რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს ადასტურებს.

    როგორც თიკა ბოკუჩავამ განაცხადა, შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რომელსაც 2003 წელს სახელი გადაერქვა და გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, თუმცა შალვა თადუმაძის დიპლომში ის უკვე ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტადაა მოხსენიებული.

    თიკა ბოკუჩავა მოითხოვს, რომ შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კანდიდატურა მოხსნას და მთავარი პროკურორის თანამდებობაც დატოვოს.
    70 ნახვა
    9-10-2019, 09:18