X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ფენოვანი ღვეზელი შოკოლადის შიგთავსით - მზადდება სწრაფად და მარტივად
  • ფენოვანი ღვეზელი შოკოლადის შიგთავსით - მზადდება სწრაფად და მარტივად

    ინგრედიენტები
    რძე - 150 მლ
    თბილი წყალი - 100 მლ
    კვერცხის ცილა - 1 ც
    მცენარეული ზეთი - 50 მლ
    მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
    შაქარი - 2 ჩკ
    საფუარი - 15 გ
    ფქვილი - 4 ჭიქა
    კარაქი - 100 გ


    მომზადების წესები
    ჯამში ჩაასხით რძე, თბილი წყალი, ზეთი. დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა, მარილი, შაქარი და საფუარი. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ 20 წუთით.

    მიღებული ცომი გაყავით 6 ტოლ ნაწილად. გააბრტყელეთ თანაბარ ნაწილებად. თითოეულს წაუსვით დამდნარი კარაქი და ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ. დააყოვნეთ 20 წუთით.

    მიღებული მასა გააბრტყელეთ (ისე, რომ ერთმანეთზე კარაქით შეწებებული ცომი არ დაიშალოს) და დაჭერით 8 ნაწილად. თითოეულში მოათავსეთ შოკოლადი (ორი-სამი დანაყოფი) და გადაახვიეთ. ყველა ნაწილი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ 10 წუთით. კვერცხის გული გადაუსვით ყველა ნაწილს და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში (ღუმელს გააჩნია. თუ ამ დროში არ გამოცხვა, 10 წუთით გააგრძელეთ ცხობა).

    გემრიელად მიირთვით!
    წყარო: gemrielia.ge
    56 ნახვა
    12-02-2020, 23:47