X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
გემრიელი ღვეზელები მწვანე ხახვითა და კვერცხით - ბებიების რეცეპტი!
  • გემრიელი ღვეზელები მწვანე ხახვითა და კვერცხით - ბებიების რეცეპტი!

    ინგრედიენტები
    თბილი რძე - 200 მლ
    ფქვილი - 400 გ
    შაქარი - 100 გ
    კარაქი - 30 გ
    კვერცხი - 1 ცალი
    მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
    მარილი - 0,5 ჩ/კ
    გულსართისთვის:
    მწვანე ხახვი - 1 კონა
    მოხარშული კვერცხი - 4 ცალი
    არაჟანი ან მაიონეზი - 2 ს/კ


    მომზადების წესები:
    ათქვიფეთ ჯამში შაქარი, მარილი და კვერცხი. დაუმატეთ თბილი რძე და საფუარი.
    ჩაყარეთ ნელ-ნელა ფქვილი და მოზილეთ ცომი.
    მოათავსეთ ცომი თბილ ადგილას. ჩაზილეთ 1 წუთის განმავლობაში და გააჩერეთ 1 საათი.
    მოხარშეთ კვერცხი მაგრად. დაჭერით კვერცხი და ხახვი წვრილად. შეურიეთ არაჟანი ან მაიონეზი.
    გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქის ფირფიტად. ჭიქით ან სპეციალური ფორმით ამოჭერით წრეები.
    მოათავსეთ თითოეული წრის გულში გულსართი, მოუკარით თავი და მიეცით ღვეზელით ფორმა.
    შეწვით ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში 10-12 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან.

    გემრიელად მიირთვით!
    44 ნახვა
    5-02-2020, 23:27