X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ნაზი ტორტი ცხობის გარეშე: მინიმუმი ძალისხმევით მაქსიმუმი სიამოვნება
  • ნაზი ტორტი ცხობის გარეშე: მინიმუმი ძალისხმევით მაქსიმუმი სიამოვნება

    ინგრედიენტები
    ჟელატინი - 40 გ
    წყალი - 120 მლ
    ხაჭო - 700 გ
    სქელი არაჟანი - 200 მლ
    შაქარი - 150 გ
    ვანილი - გემოვნებით
    ფორთოხალი - 1 დიდი ნაჭერი
    ორცხობილა - 150 გ

    მომზადების წესები
    ჟელატინი ჭიქაში ჩაყარეთ და ძალიან ცხელი წყალი დაასხით, კარგად გახსენით, გააჩერეთ.

    ცალკე თასში ხაჭო, არაჟანი, ვანილი და შაქრის ფხვნილი აურიეთ და დააბლენდერეთ. სქელი არაჟანი გამოიყენეთ.

    სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მზა ხაჭოს მასა გამოიყენოთ. ასეთ შემთხვევაში შაქარი და ვანილი აღარ დაამატოთ.

    ფორთოხალი გაასუფთავეთ, დაჭერით და თესლი გამოიღეთ, თეთრი ნაწილი მოაშორეთ.

    გაგრილებულ ჟელატინს აურიეთ და მზა ხაჭოს მასა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. კექსის სილიკონის ფორმაში ხაჭოს მასის მცირე ნაწილი ჩაასხით და ფორთოხლის ნაჭრები მოაყარეთ.

    ხაჭოს მასის მეორე ფენა დაასხით, ზემოდან ისევ ფორთოხალი მოაყარეთ. მესამე ფენა მოასხით და დაქუცმაცებული ორცხობილა მოაყარეთ. შემდეგ კვლავ ხაჭო, შემდეგ ორცხობილა.

    ბოლო ფენა ხაჭოს კრემი, ფორმა შეანჟღრიეთ, რომ მასა თანაბრად გადანაწილდეს. მაცივარში 2-3 საათით გააჩერეთ.

    ფორმა გადმოაბრუნეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ძალიან ლამაზი და გემრიელი დესერტი გამოგივათ, რომელიც სადღესასწაულო მაგიდას დაამშვენებს.
    87 ნახვა
    5-02-2020, 23:23