X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
სკუმბრია 3 წუთში
  • სკუმბრია 3 წუთში

    ამ რეცეპტით მოხარშული თევზი განსაკუთრებული არომატითა და სინაზით გამოირჩევა. გარნირი თქვენი გემოვნებით შეურჩიეთ. მთავარია, რომ თევზი 3 წუთში მზად გექნებათ.
    ინგრედიენტები
    სკუმბრია - (საშუალო ზომის) 1 ცალი
    ხახვის ფურცელი - 1-2 მუჭა
    მარილი - 5 არასავსე ს/კ
    წყალი - 1 ლ

    მომზადების წესი:
    დაალბეთ ხახვის ფურცელი ცოტა ხანს წყალში. შემდეგ დადგით ცეცხლზე და დაუმატეთ მარილი (ერთ ლიტრ წყალზე 5 სუფრის კოვზი). როცა წყალი ადუღდება, ჩადეთ მასში გასუფთავებული და გარეცხილი სკუმბრია და ხარშეთ 3 წუთი! შემდეგ გადმოიტანეთ საწურზე, გააცივეთ და მიირთვით.
    34 ნახვა
    5-02-2020, 00:00