X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უბრალო კვერცხის ცილა კულინარიულ შედევრად გადაიქცევა
  • მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უბრალო კვერცხის ცილა კულინარიულ შედევრად გადაიქცევა

    ინგრედიენტები
    კვერცხის ცილა - 7 ც
    შაქარი - 150 გ

    კარამელის სოუსისთვის
    შაქარი - 140 გ
    წყალი - 40 მლ


    მომზადების წესები
    კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მყარ მასას არ მიიღებთ. მიღებული ბეზე მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.

    კარამელის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი და სილიკონის კოვზით მოურიეთ, სანამ არ გადნება. ყავისფერს რომ მიიღებს, დაუმატეთ წყალი და გააგრძელეთ მორევა 5 წუთით.

    გამოსაცხობ ფორმაში (18 სმ) ჩაასხით კარამელი და გადაანაწილეთ კედლებზე. შემდეგ ბეზე გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

    და აი, ორინგრედიენტიანი დესერტიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!
    83 ნახვა
    3-02-2020, 23:36