X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
საოცრად პიკანტური ღვეზელი ყველითა და მწვანილით ბებოს რეცეპტებიდან
  • საოცრად პიკანტური ღვეზელი ყველითა და მწვანილით ბებოს რეცეპტებიდან

    ინგრედიენტები
    ცომი
    ფქვილი - 420 გ
    საფუარი - 8 გ
    შაქარი - 1 სკ
    მარილი - 1 ჩკ
    კვერცხი - 1 ც
    მცენარეული ზეთი - 60 მლ
    თბილი რძე - 220 მლ

    შიგთავსი
    წითელი წიწაკა - 1 ც
    ხახვი - 1 ც
    ოხრახუში - ნახევარი კონა
    ყველი (მაგარი სახეობის) - 220 გ


    მომზადების წესები
    თბილ რძეში გახსენით შაქარი და საფუარი. თავზე გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ 10 წუთით.

    რძეში ჩაახალეთ ერთი კვერცხი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მარილი. კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააყოვნეთ 1 საათით.

    მიღებული ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ და ერთხელ კიდევ გადაზილეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ორივე ნაწილი გააბრტყელეთ. ერთი ფენა დააფინეთ გამოსაცხობ ფორმაზე (24 სმ დიამეტრის).

    ვამზადებთ შიგთავსს: თასში მოათავსეთ გახეხილი ყველი, ხახვი, წითელი წიწაკა და დაჭრილი ოხრახუში.

    ცომზე გადაიტანეთ შიგთავსი და კარგად გადაანაწილეთ. თავზე ცომის მეორე ნაწილი დაადეთ და გვერდები კარგად დაუფიქსირეთ. თავზე გადაუსვით მცენარეული ზეთი. სურვილისამებრ, მოაყარეთ შავი პილპილი და პაპრიკა. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

    გემრიელად მიირთვით!
    56 ნახვა
    1-02-2020, 00:48