X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
ფუნთუშები საუზმისთის
  • ფუნთუშები საუზმისთის

    იოლი და ეკონომიური რეცეპტი გემრიელი დილისთვის
    ინგრედიენტები

    კვერცხი - 4 ცალი
    მარგარინი - 150 გრ
    თბილი რძე - 350 მლ
    შაქარი - 2-3 ჩაის ჭიქა
    საფუარი - 80 გრ
    ფქვილი - 1,5 კგ
    ვანილი - 1შეკვრა
    მარილი - 1/5 ჩ/კ
    1 ლიმონის ცედრა


    მომზადების წესები
    საფუარი და შაქარი გავხსნათ თბილ წყალში და დაველოდოთ გაფუებას. თბილ რძეში გავხსნათ შაქარი, დავამატოთ გამდნარი მარგარინი, კვერცხი, ლიმონის ცედრა, ვანილი, მარილი, წინასწარ გამზადებული საფუარი და კარგად ავურიოთ. მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი და გავანაწილოთ ცხიმწასმულ ფორმაში ან გავაკეთოთ სასურველი ზომის ბურთები, დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და დაველოდოთ სანამ ორჯერ არ გაიზრდება ზომაში.
    ეს ცომი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 24 საათი და გამოაცხოთ მოგვიანებით, თუ გსურთ თბილად მიირთვათ.
    46 ნახვა
    14-01-2020, 23:54