X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
ხორციანი ღვეზელები ხრაშუნა, დაბრაწული კანით და საოცრად წვნიანი გულსართით...
  • ხორციანი ღვეზელები ხრაშუნა, დაბრაწული კანით და საოცრად წვნიანი გულსართით...

    ეს ღვეზელები ცივიც კი ფაფუკი და გემრიელია. დაბრაწული, ოქროსფერი ცომი, წვნიანი და უგემრიელესი ხორცის გულსართი – მეტი რა არის საჭირო გემრიელი ღვეზელისთვის?!

    ინგრედიენტები

    ცომისთვის:
    ფქვილი - 650 გ
    კარაქი - 250 გ
    წყალი - 200 მლ
    მარილი - 0,5 ჩ/კ
    შაქარი - 0,5 ს/კ
    ძმარი - 1 ს/კ
    კვერცხი - 3 ცალი
    გულსართისთვის:
    ცხვრის ან საქონლის რბილი ხორცი - 600 გ
    ხახვი - 2 თავი
    კარაქი ან ერბო - 100 გ
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესი:
    გაცერით ფქვილი ჯამში. ცივი კარაქი წვრილად დაკეპეთ დანით და ხელით ასრისეთ ფქვილში.
    დაუმატეთ 2 კვერცხი, მარილი, შაქარი და წყალი ძმრით. მოზილეთ ცომი.
    უნდა მიიღოთ ელასტიკური ცომი, რომელიც ხელებზე არ მიგეკრობათ.
    გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
    მნიშვნელოვანია, რომ გულსართისთვის ხორცი კი არ უნდა გაატაროთ, არამედ ძალიან წ ვრილად დაჭრათ. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ცხიმი, მარილი და პილპილი და აურიეთ.
    გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, მოაჭერით პატარა ნაწილი და დააგუნდავეთ. გააბრტყელეთ თხლად და დადეთ ცომის ერთ მხარეს 1 ს/კ გულსართი, გადააფარეთ ცომის მეორე ნაწილი და შეაწებეთ კიდეები ვარენიკის მსგავსად. წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
    47 ნახვა
    12-01-2020, 23:53