X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
შემწვარი ორაგული ნაღებისა და კარაქის სოუსში
  • შემწვარი ორაგული ნაღებისა და კარაქის სოუსში

    ინგრედიენტები

    ორაგულის ფილე - 4 ნაჭერი
    ზეითუნის ზეთი - შესაწვავად
    კარაქი - 50 გ
    ნიორი - 4-5 კბილი
    ჩერი პომიდორი - 300 გ
    ისპანახის ქორფა ფოთლები - 1 კონა
    ნაღები - 1 ჭიქა
    გახეხილი ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
    ოხრახუში
    ბაზილიკი ან შაშკვლავი
    ლიმონის წვენი
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესები

    ორაგულის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ზეითუნის ზეთში, რბილი მხიდან 6 წუთის განმავლობაში, კანის მხრიდან 2 წუთი.

    ამოიღეთ ტაფიდან თევზი და იგივე ტაფაში, ჩააგდეთ კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ისპანახის ფოთლები, ნაღები, გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) და თუშეთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი ორხარუში და ბაზილი (ან შაშკვლავი). ჩაალაგეთ თევზის ფილე მიღებულ სოუსში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გააგძელეთ მოთუშვა კიდევ 3 წუთის განმავლობაში.

    გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ კიდევ ქორფა ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!
    47 ნახვა
    9-01-2020, 23:30