X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
ღუმელში შემწვარი ორაგული ბოსტნეულით და კეფირის სოუსით
  • ღუმელში შემწვარი ორაგული ბოსტნეულით და კეფირის სოუსით

    ასე შემწვარი ორაგული საოცრად ნაზი და არომატული გამოდის. სცადეთ...
    ინგრედიენტები

    ორაგული - 500 გ
    დიდი ხახვი - 1 ცალი
    სტაფილო - 1 ცალი
    პომიდორი - 2-3 ცალი
    კეფირი - 0,5 ლ
    მარილი და პილპილი
    ზეთი


    მომზადების წესი:

    დაჭერით წვრილად ხახვი და სტაფილო, მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი, დამარილებული და პილპილმოყრილი ორაგული, შემდეგ მრგვლად დაჭრილი პომიდორი და მოასხით კეფირი. სურვილისამებრ შეგიძლიათ კიდევ მოაყაროთ მარილი. შეწვით 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
    44 ნახვა
    5-01-2020, 23:45