X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
უნაზესი გუფთები პამიდვრის სოუსით
  • უნაზესი გუფთები პამიდვრის სოუსით

    ინგრედიენტები

    პამიდორი საკუთარ წვენში - 1 ქილა

    სოუსი

    ოხრახუში - 1 კონა
    მარილი და პილპილი
    კვერცხი - 1
    ნიორი - 5 კბილი, დაჭრილი
    ხახვი - 1 თავი, დაჭრილი
    საფანელი ან დანამცეცებული პური - 2/3 ჭიქა
    ხაჭო - 100 გ
    საქონლის ფარში - 800 გ
    წყალი - 1 ჭიქა
    ნაღები - 1/2 ჭიქა
    ნიორი - 5 კბილი
    ხახვი - 1
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესები
    გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

    ფარშის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები და დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე. შეწვით დაახლოებით 30-40 წუთი (შეგიძლიათ ტაფაზე შეწვათ, უფრო სწრაფია)

    ამასობაში მოამზადეთ სოუსი: პამიდორი, წყალი, ნიორი და ხახვი ბლენდერში ერთიან მასად აქციეთ.
    წამოადუღეთ საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნაღები და კიდევ 15-20 წუთი ადუღეთ.

    ჩაალაგეთ სოუსში მზა გუფთები და მიიტანეთ სუფრასთან, გარნირთან ერთად.
    53 ნახვა
    3-01-2020, 23:33