X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
სტაფილოს ტორტი
  • სტაფილოს ტორტი

    ინგრედიენტები

    ნიგოზი, დაჭრილი - 100 გ
    დეკორისთვის:
    კარამელის სოუსი - 3-4 ს.კ
    კრემ-ყველი - 150 გ
    ნაღები 35 % - 120 გ
    კრემისთვის:
    გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
    დარიჩინი - 2/3 ჩ.კ
    ნიგოზი, მოხალული და დაფქული - 70 გ
    ფქვილი - 150 გ
    კვერცხი - 2
    სტაფილო, გახეხილი - 150 გ
    ზეთი - 100 გ
    შაქარი - 100 გ
    შაქარი - 80-100 გ
    წყალი - 2 ს.კ

    მომზადების წესები
    კვერცხები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ მოთეთრო, მუსის მსგავს მსუბუქ მასას არ მივიღებთ. თქვეფის შეუჩერებლად ნელ-ნელა დავამატოთ ზეთი. შემდეგ დავაცრათ ფქვილი, გამაფხვიერებელი ფხვნილი, სოდა და კარგად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ ნიგოზსა და სტაფილოს.
    მიღებული ცომი ჩავასხათ 20-24 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წთ.
    მოვამზადოთ კრემი – ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი და კარამელის სოუსი. ცალკე ავთქვიფოთ ცივი ნაღები კრემის კონსისტენციამდე. ნაღები გადავიტანოთ კარამელიან კრემში და ნიჩბით ფრთხილად შევურიოთ ერთმანეთს.
    კრემი გამოყენებამდე მაცივარში გავაციოთ.
    შაქარი დავყაროთ გაცხელებულ ტაფაზე, დავამატოთ თბილი წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. ჩავყაროთ შიგ ნიგოზი დაკარგად ავურიოთ, რომ კარამელი ყველგან მოხვდეს. ორიოდე წუთში გადმოვიღოთ პერგამენტის ქაღალდზე და გავაციოთ.
    გაცივებული ბისკვიტი შუაზე ორად გავჭრათ, წავუსვათ კრემის ნაწილი და დავადოთ მეორე ფენა ბისკვიტი. დავფაროთ დარჩენილი კრემით, გვერდებზე და ზემოდან. თავზე მოვაყაროთ კარამელიზებული ნიგოზი.
    მირთმევამდე სასურველია რამდენიმე საათი მაინც მაცივარში გავაჩეროთ.


    კარამელის სოუსი იხილეთ ამ ბმულზე.
    54 ნახვა
    2-01-2020, 23:36