X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მარილში გამოყვანილი ორაგული - გენიალურად მარტივი
  • მარილში გამოყვანილი ორაგული - გენიალურად მარტივი

    ინგრედიენტები

    მსხვილი მარილი - 2 ს.კ
    შაქარი - 1 ს.კ
    ორაგულის ფილე, კანიანი - 1 კგ
    პილპილი


    მომზადების წესები
    ფილე გავრეცხოთ და ხელსახოცით შევაშროთ. პილპილი ჩავნაყოთ,შევურიოთ მარილი და შაქარი. ნაწილი მოვაფრქვიოთ მინის ან ემალის ჭურჭელში, რომელშიც თევზს ჩავდებთ კანით ქვემოთ, დარჩენილი მარილიანი ნარევი ზემოდან შევაზილოთ. გადავაფაროთ ცელოფანი და 12-16 საათი გავაჩეროთ მაცივარში.

    შემდეგგ ჭურჭლიდან დაგროვილი წყალი გადავღვაროთ, თევზი ხელსახოცით გავამშრალოთ და მარილის ნარჩენებიც მოვაცილოთ, დავჭრათ თხლად და მივიტანოთ სუფრასთან

    თევზს მარინადისას შეგვიძლია დავამატოთ კამა, ან მოვაწუროთ ლიმონი.
    33 ნახვა
    1-12-2019, 23:58