X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ზამთრის სუპ-გულიაში
  • ზამთრის სუპ-გულიაში

    ინგრედიენტები

    ნიორი - 2 კბილი

    სანელებლები

    მარილი და პილპილი
    კარტოფილი - 3-4
    მწარე წითელი წიწაკა - 1 ცალი ან ნახევარი
    ბულიონი ან წყალი - 1 ლ
    ძმარი - 2 ს.კ
    ფქვილი - 2 ს.კ
    ხახვი - 3-4 თავი
    ოხრახუშის ღერები - 1 კონა (ფოთლების გარეშე)
    ტომატის პიურე - 50 გ
    ბეკონი ან სალა - 60-70 გ
    საქონლის რბილი ხორცი - 500 გ
    დაფნის ფოთოლი - 1
    კვლიავი - 1/2 ჩ.კ
    ხმელი ორეგანო - 1 ჩ.კ


    მომზადების წესები
    სანელებლები გამოვკრათ მარლაში.
    ხორცი დავჭრათ კუბებად. საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ბეკონი, სანამ ცხიმს არ გაუშვებს და ხრაშუნა არ გახდება. დავამატოთ დაჭრილი ხორცი და მოვბრაწოთ ამ ცხიმში 3-4 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დავაფაროთ ქვაბს და ვშუშოთ სანამ ხახვი დარბილდება.

    დავამატოთ ძმარი, ცეცხლს ავუწიოთ და წამოვადუღოთ, სითხე რომ ამოშრება, ცეცხლს დავუწიოთ და დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ 1 წუთი . შემდეგ დავამატოთ წიწაკა, ტომატის პიურე, ბულიონი ან წყალი და მარლაში გამოკრული სუნელები.

    ვხარშოთ სანამ ხორცი დარბილდება, შემდეგ ჩავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ 15-20 წუთი, კარტოფილის დარბილებამდე. ბოლოს მარლა ამოვიღოთ.

    მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ. გადმოვიღოთ ჯამებში და მოვაყაროთ მწვანილი
    26 ნახვა
    30-11-2019, 00:15